Thursday, August 5, 2010

ბავშვთა დაცვის მომხრე ორგანიზაციები იმ ბავშვებისათვის, რომლებთანაც მუშაობენ, დაცვის უმაღლესი დონის უზრუნველყოფისა და წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ნორმების დაცვისაკენ უნდა ისწრაფოდნენ. ჩვენ გვწამს, რომ ბავშვებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის კონვენციის შეასაბამისად (1989) უფლება აქვთ დაცული იყვნენ ყველა ფორმის სასტიკი მოპყრობის, უგულვებელყოფის, ექსპლუატაციისა და ძალადობისაგან. სხვა ორგანიზაციებსა და სააგენტოებს ვთავაზობთ ამ ნორმების მიღებას და ჩვენთან ერთად მათი განხორიელებისაკენ სწრაფვას.
„მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოიპყრობისაგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისაგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით“
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის კონვენცია, მუხლი 19,

 „ჰუმანიტარული ორგანიზაციები მოვალე არიან იზრუნონ თავიანთ ბენეფიციარებზე. პასუხს აგებენ მათდამი ღირსეულ და პატივისცემით დამოკიდებულებაზე, ქცევის გარკვეული მინიმალური ნორმების დაცვაზე. ჩვენი მიზანია ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში სექსუალური ექსპლუატაციის, სასტიკი მოპყრობისა და ძალადობისაგან თავისუფალი ატმოსფეროს შექმნა სამუშაოში იმ პირების ჩართვის საშუალებით, რომლებიც ჰუმანიტარულ სფეროში დაცვისა და დახმარების, სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის პრაქტიკის თავიდან აცილების ფუნქციებს ასრულებენ თუ ამდაგვარს ადგილი აქვს“
ჰუმანიტარული კრიზის პირობებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უწყებათშორისი მუდმივმოქმედი კომიტეტის სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის პროფილაქტიკის ოპერატიული ჯგუფი, 2002
SOS ბავშვთა სოფელ „ქუთაისის“ პოლიტიკა ბავშვთა დაცვის სფეროში ემყარება შემდეგ ფუნდამენტურ საფუძვლებს:


წყარო: ,,კოალიცია ბავშვთა უსაფრთხოებისათვის“
              „SOS ბავშვთა სოფლების სახელმძღვანელო“

No comments:

Post a Comment